4 ათას 600 გაფიცული მუშაობაზე უარს ამბობს - უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტი "ევოლუშენ ჯორჯიაში"
4 ათას 600 გაფიცული მუშაობაზე უარს ამბობს. "ევოლუშენ ჯორჯიაში" უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტი დაიწყო. არცერთი თანამშრომელი ოფისში შესვლას არ აპირებს, ვიდრე ღირსეული სამუშაო პირობები არ ექნებათ. პარალელურად, მზადდება სარჩელი იმ მენეჯერების წინააღმდეგ, ვისაც კომპანიის თანამშრომლები ბულინგში ამხელენ. ამბობენ, რომ ყოველდღიურად დამცირებისა და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არიან.
კიკვიძის ქუჩაზე მიმდინარე აქციას დღეს უამრავი ხალხი შეუერთდა. თანამშრომლები ოფისს ტოვებდნენ და პროტესტს ქუჩაში აგრძელებდნენ. თუ მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდა, კომპანია უახლოეს დღეებში სრულად პარალიზებული იქნება.
"ევოლუშენი", რომელიც მომხმარებელს ონლაინ აზარტულ თამაშებს სთავაზობს, დღეს იძულებული გახდა, სათამაშო მაგიდებთან მენეჯერები დაესვა.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინასვა რეპორტაჟში.