ხაზარაძეების ფონდის მხარდაჭერით წალენჯიხაში ინგლისური ენის იმერსიული მეთოდით შემსწავლელი პროგრამა დაიწყო
ხაზარაძეების ფონდის მხარდაჭერით წალენჯიხაში ინგლისური ენის იმერსიული მეთოდით შემსწავლელი პროგრამა დაიწყო. 20-მდე ახალგაზრდა სამი სემესტრის სასწავლო მასალას 7 კვირაში გაივლის. პროექტში აქტიურად არიან ჩართულები მშვიდობის კორპუსის, აშშ-ს მთავრობის დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტოს მოხალისეები.
ეს პროექტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ავიმაღლოთ ჩვენი უნარები ინგლისურ ენაში. გვაქვს შესანიშნავი გარემო. გვყავს შესანიშნავი მასწავლებლები და მისასალმებელია ასეთი პროექტი ჩვენს რაიონში", - ამბობს პროექტის მონაწილე.