მამუკა ხაზარაძე წიგნისმოყვარულ საზოგადოებას შეხვდა
მამუკა ხაზარაძე წიგნისმოყვარულ საზოგადოებას შეხვდა - პარტია "ლელოს" თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ შეხვედრას საავტორო წიგნის პერსონაჟებიც ესწრებოდნენ.
"სიმართლე გითხრათ" - ასე ეწოდება ხაზარაძის ბიოგრაფიულ ნაშრომს, რომელიც უკვე ბესტსელერად იქცა. წიგნში აღწერილია პოლიტიკოსის ბავშვობა, ახალგაზრდობა და გზა, რომელიც მამუკა ხაზარაძემ ბიზნესიდან პოლიტიკაში გაიარა.
წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა, პარტია "ლელოს" თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბავშვთა საგანმანათლებლო სოციალურ პროგრამას მოხმარდება.
წიგნი არის ჩემი ცხოვრების ის მომენტები, რომელიც დამამახსოვრა, რომელსაც ხშირად ვყვებოდი. პოლიტიკაში როდესაც შემოვედი აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, როგორ მოვედი დღევანდელ დღემდე, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა. თვალი რომ გადავავლე, მივხდი, რომ ბევრი გადაწყვეტილება მივიღე ცხოვრებაში და მივხვდი, რომ ეს შეიძლება, საინტერესო იყოს ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის", - ამბობს ხაზარაძე.