სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაკავებულია ორი პირი

14.07.24 14:48
სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაკავებულია ორი პირი

სისხლიანი გარჩევა თბილისში - გამთენიისას ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბი იყო.  წინასწარი ინფირმაციით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის რატის ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. ცნობილია, რომ ადმინისტრაციული სამართდალღღვევის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ ჩხუბის ხმა დაახლოებით დილის 07:00 სათზე გაიგეს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდა. მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და არებიდან გამოსული ადამიანები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან. 

ღამის კლუბებიდან გამოსული ხალხია. ბევრნი იყვნენ ძალიან, პოლიცია მოვიდა მერე, ისე არ შეიძლებოდა, დახოცეს ლამის ერთმანეთი, - ამბობს ადგილობრივი.

დღე არ არის, რომ ჩხუბი არ მოხდეს. ხოცავენ ახალგაზრდები ერთმანეთს, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.