სროლა ოკუპირებულ ცხინვალში - თავდასხმის სამიზნეები ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილები იყვნენ
დროებით ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო. სამიზნე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილები იყვნენ. შემთხვევა თბილისის დროით 13:31 საათზე მე-12 სკოლის წინ მოხდა.
უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობდა პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, -ერთ-ერთი ტელეგრამ არხი.
ორივე ძმა კაბისოვი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამხრეთ ოსური მედია ამ ფაქტზე დიდი ხნის განმავლობაში დუმდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია საჯარო გვერდებზე გამოჩნდა, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაშიც გამოჩნდა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მომხდარის ყველა გარემოების დადგენის მიზნით. ალან გაგლოევმა გასცა განკარგულება, უმოკლეს ვადაში გამოევლინათ და პასუხისგებაში მიეცნენ სროლაში მონაწილე პირები.