"ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამილახვარის ისტორიულ სასახლეს ყიდის

15.07.24 12:15
"ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამილახვარის ისტორიულ სასახლეს ყიდის

თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე, ამილახვარის ისტორიულ სასახლეს ყიდის. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გასაყიდად უძრავი ქონების კომპანია "DazHomes" - მა გამოიატანა. 

ამილახვრების სასახლე, კასპში თბილისიდან, 40 კილომეტრში მდებარეობს. იყიდება არა მხოლოდ ციხე-სიმაგრე, არამედ მისი მამულებიც, რომლის ფართიც ჯამში 18 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია.

ფასი ჯერ არ ვიცით, უნდა შევაფასოთ, მაკლერმა განცხადება განათავსა და ველი შეთავაზებებს ახლა შეფასების პროცის მიმდინარეობს  უთხრა ერეკლე კუხიანიძემ "პირველებს".

ქართული ოცნების ყოფილი წევრის მტკიცებით, სასახლე მემკვიდრეობით მისმა დიდედამ დაუტოვა და ციხე კოშკები მისი წინაპრების აშენებულია. კუხიანიძე განმარტავს რომ სასახლე ინგრევა, მისი არაერთი  თხოვნის მიუხედვად კულტურის სამინისტრომ დახმარებაზე უარი უთხრა. 

"ორი წელია ვცდილობ ხმა მივაწვდინო წულუკინს, ნარკომანიის ბუდედა არის ქცეულია იქაურობა, წულუკიანის თანაშემწემ ტელეფონზე დამბლოკა - უთხრა პირველებს კუხიანიძემ.