ვისი ფინანსური ინტერესების გამო ანადგურებენ მდინარე ნატანების ხეობას? - ენმ ძმებ თალაკვაძეებზე მიუთითებს
ვისი ფინანსური ინტერესების გამო ანადგურებენ მდინარე ნატანების ხეობას? "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოზურგეთში ამტკიცებენ, რომ ქვა-ღორღის მოპოვებაზე ლიცენზია კანონდარღვევებით იქნა გაცემული და ამაში პირადად იყვნენ ჩართული დეპუტატი არჩილ თალაკვაძე და მისი ძმა. ოპოზიციის თქმით, ოზურგეთში დაგეგმილი სამუშაოები გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს გარემოს, დაიწევს წყლის დონე და სამ ხიდს პრობლემა შეექმნება.
დავით მჟავანაძემ დღეს დოკუმენტაციაც წარადგინა და დაასახელა კიდევ ერთი ადამიანი, ვის ინტერსებშიც შედის ქვა - ღორღის მოპოვება. ის არჩილ თალაკვაძის მეჯვარე, სუსის თანამშრომელი დათო გოლიაძეა.
მე ხელში მიჭირავს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი რუსულ კანონზე ხელის მომწერი არჩილ თალაკვაძის და მისი ძმის ავთანდილ თალაკვაძის ფოტოები და ამ ადამიანების ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ ხდება მდინარე ნატანების ხეობის აოხრება. ამ ადამიანებს აქვს ე.წ. დამლაგებლებად ადგილზე ჰყვათ დავით გოლიაძე. მოგეხსენებათ, დავით გოლიაძე არის სუსი ოდეერი და ის არის დდამლაგებელი როგორც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან, ასევე ცდილობს, რომ ადგილობრივებთანაც დაალაგოს და ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მდინარე ნატანების ხეობა აქციონ ფინანსური კეთილდღეობის წყაროდ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება, ჩვენ მოვიპოვეთ ექსპერტების დასკვნები, რომლებიც არის სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული, სადაც ცალსახად, შავით თეთრზე წერია, რომ ამ კონკრეტულ ხეობაში, ამ მასშტაბის ქვა-ღორღის ამოღება არის მიუღებელი, რადგან ეს წარმოქმნის უამრავ პრობლემას, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს გარემოს, კონკრეტულად პრობლემა ეხება სამ ცენტრალურ ხიდს, დაიკარგა რამდენიმე უსახელო მდინარე, ასევე საფრთხე ექმნება სასმელი წყლის პრობლემასაც, დაიწევს წყლის დონეები - ეს ყველაფერი წერია ამ დასკვნაში და ყველა ამ მტკიცებულების შეგროვების შემდეგ, მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და მოვითხოვეთ ამ ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო დადგა არა ხალხის, არამედ თალაკვაძეების მხარეს და უარი გვითხრეს ამ ლიცენზიის შეჩერებაზე.
ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ბრძოლაზე, ჩვენ კვლავ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, სწორედ ამიტომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს გზით გავაგრძელოთ ბრძოლა.
ჩვენ უკვე მივმართეთ სასამართლოს და ამ გზით ვეცდებით სიმართლის დადგენას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ოზურგეთი, გურია არ გახდეს თალაკვაძეების სათარეშო ადგილი!მე ხელთ მაქვს ბრძანება, რომელზეც უარი გვეთქვა, მაგრამ რაც არ უნდა კომიკური და ამავე დროს სამწუხარო არ უნდა იყოს, პირველ ფურცელზე ადასტურებენ, რომ აქ შესაძლებელია მოხდეს კიდევ უფრო მეტი უსახელო მდინარის დაკარგვა, პრობლემა შეექმნებათ სასმელ წყალზე ადგილობრივებს, მაგრამ მეორე გვერდზე შავით თეთრზე წერია, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდება.
აი, ასეთ უკანონო, უსამართლო სახელმწიფოში გვიწევს ჩვენ ცხოვრება, სახელმწიფოში, სადაც კონკრეტული ჩინოვნიკები ნაცვლად იმისა, რომ ემსახურონ ხალხს, ცდილობენ მოირგონ კანონიც, ისარგებლონ ფუფუნებით, ემსახურონ საკუთარ თავს და დააგროვონ ბევრი ფული.
მაგრამ ეს არ გაუვათ, თალაკვაძეების თარეში არ გამოვა!“ - განაცხადა დავით მჟავანაძემ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" გამართული ბრიფინგის შემდეგ "პირველები" თალაკვაძეებსაც დაუკავშირდა და გოლიაძესაც, მაგრამ არცერთმა ტელეფონს არ უპასუხა.