ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით იზღუდება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ.შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამო, 15 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ყოველი პარასკევის 15:00 სთ-დან ორშაბათის 10:00 სთ-მდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
დეპარტამენტში ამბობენ, რომ შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით.