ჯარისკაცის მკვლელობის საქმე - ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სამხედრო ბაზაზე ერთად მსახურობდნენ, რა დროსაც ისინი დამეგობრდნენ. 2023 წლის 27 დეკემბერს, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლა.
პროკურატურამ, სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასამართლომ მას სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- წერს უწყება.