სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულებზე 3 თვეში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 191 შეტყობინება შევიდა

15.07.24 18:04
სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულებზე 3 თვეში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 191 შეტყობინება შევიდა

2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის/მოხელის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე 191 შეტყობინება შევიდა.

ამის შესახებ საუბარია, პარლამენტის წევრ ქეთევან თურაზაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აპრილში 46, მაისში, 118, ივნისში კი 27 შეტყობინება შევიდა. 

უწყებაში დარეგისტრირებული საჩივრები გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი სსკ-ის 144 −144 მუხლებით, 1 3 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს.