ბათუმში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - როგორც "TVPIRVELI.GE"-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სავენტილაციო შახტაში გაჩნდა.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ AJARATIMES-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი მრავალსართულიან კორპუსში გაჩნდა.