სასამართლო სისტემის მძიმე პრაქტიკა - რა აჩვენა კვლევამ?
სასამართლო სისტემის მძიმე პრაქტიკა - ირკვევა, რომ პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება, პრაქტიკულად, უალტერნატივოა სისტემაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ მათ მიერ შესწავლილი პროცესების 97 პროცენტი დასრულდა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებით და მხოლოდ 3 პროცენტი იყო არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება. კიდევ ერთი პრობლემა თავად სასამართლო განხილვების ვადებს უკავშირდება. ამას ემატება სისტემის ჩაკეტილობაც. 7 გამოთხოვილი საქმიდან არასამთავრობო ორგანიზაციამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღო მასალები.