"ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამილახვრის ისტორიულ სასახლეს ყიდის - რა ხდება ადგილზე?
იყიდება ამილახვრის ისტორიული სასახლე - მე-17 საუკუნის ძეგლი, 18 ათასი კვადრატული მეტრი მამულებით, მყიდველს ელოდება. ამ მოთხოვნით "ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა უკვე მიმართა უძრავი ქონების ერთ-ერთ სააგენტოს. ირკვევა, რომ ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც ამილახვრის ციხე-სიმაგრე მემკვიდრეობით ერგო, ორი წელია ცდილობს ხმა მიაწვდინოს კულტურის მინისტრს. ისტორიული ძეგლი ნგრევის პირას არის, მფლობელს მისი მოვლის საშუალება არ აქვს, სახელმწიფოს კი სურვილი, რომ ციხე-სიმაგრე გადაარჩინოს. აღმოჩნდა, რომ წულუკიანი ყოფილი დეპუტატის ზარებს საერთოდ არ პასუხობს.