სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ახალი ფრონტის ხაზი გაიხსნა - რას გეგმავს "ოცნება"
სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ახალი ფრონტის ხაზი გაიხსნა - ამერიკული და ევროპული დაფინანსების გაყინვის შემდეგ, ხელისუფლება იმ ორგანიზაციების ტერორზე გადავიდა, ვინც შესაძლოა, ეს ფული მიიღოს. "ოცნებაში" შეისწავლეს 500-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და დაადგინეს, რომ გამჭვირვალობა, ანუ მათი საქმიანობის აკრძალვა საუკეთესო გამოსავალია. პრეზენტაციაც იმიტომ გამართეს, რომ აგვისტოში ურჩი მესამე სექტორი, რომელიც აგენტებად რეგისტრაციაზე უარს ამბობს, უფრო თამამად დააჯარიმონ.