"ეროვნული უსაფრთხოების მარცხი"- რა ეტაპზეა გამოძიება ტრამპის საქმეზე
ეროვნული უსაფრთხოების მარცხი - ასე შეაფასა უსაფრთხოების მდივანმა დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რომელმაც ამერიკაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მოქმედი პრეზიდენტი საიდუმლო სამსახურის მუშაობის შესწავლას ითხოვს. ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო სტრატეგიასაც ცვლის და უარს ამბობს კონკურენტზე თავდასხმებზე. ახლა მთელი ქვეყანა გამოძიებას ელოდება. ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას უკვე მიეცა შიდა ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია. შედგენილია მეთიუ კრუკსის ფსიქოლოგიური პორტრეტი, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ უფრო მეტს მისი ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გაიგებენ, მათ შორის, თავდასხმის მოტივს და იმასაც, ჰყავდა თუ არა კრუკს თანამზრახველები.