"იდუმალებით მოცული ადამიანი იყო" - რა დეტალები ვრცელდება დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის შესახებ

15.07.24 21:20
"იდუმალებით მოცული ადამიანი იყო" - რა დეტალები ვრცელდება დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის შესახებ

"ამერიკის ხმის" ყოფილი კორესპონდენტი, ია მეურმიშვილი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში დონალდ ტრამპზე განხორციელებული ანგარიშსწორების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინტერვიუების თანახმად, ამერიკის პრეზიდენტზე თავდამსხმელი, მეთიუ კრუკსი უცნაური და უჩვეულო ახალგაზრდა იყო.

ჟურნალისტი 20 წლის დამნაშავის შესახებ არსებულ დეტალებთან დაკავშირებითაც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მეთიუ კრუკსის პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დემოკრატიული ჯგუფისთვის მცირედი ფინანსური დახმარება აქვს გაწეული.

დროდადრო ჩნდება ინტერვიუები, სადაც მეთიუზე ამბობენ, რომ იგი უცნაური ადამიანი იყო, არ ჰქონდა ურთიერთობა მის თანატოლებთან. წინასწარი გამოძიებისგან არ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა დეტალები რაც ვრცელდება, ვიცით, რომ მას სოციალურ მედიაში თითქმის არ ჰქონდა აქტიური ცხოვრება, რაც საკმაოდ უჩვეულოა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მის ყოფილ თანაკლასელებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ის შესვენების დროსაც არ ურთიერთობდა მასთან. ის იდუმალებით მოცული ადამიანი იყო. ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი კავშირები რომელიმე ჯგუფთან ან ინდივიდებთან. დროთა განმავლობაში გამოიკვეთება მისი კავშირები. ვიცით ის, რომ იარაღი მამამისის სახელზე იყო დარეგისტრირებული, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ მამამისიც ჩართულიყო იყო ამ ოპერაციაში. მის მანქანაში აღმოჩენილი იქნა ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ის კიდევ გეგმავდა სროლის შემდეგ დესტრუქციული საქმიანობის გაგრძელებას. მის საკუთარ სახლში ჩხრეკის შედეგად ერთი ბომბიც აღმოაჩინეს. ის დარეგისტრირებული რესპუბლიკელი ამომრჩეველია და ასევე ძალიან მცირედი, მაგრამ ფინანსური მხარდაჭერა აქვს გაწეული დემოკრატიული ჯგუფისთვის პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციის დღეს", - ამბობს ია მეურმიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. 20 წლის ახალგაზრდამ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მას 9 ტყვია ესროლა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს ყური აქვს დაზიანებული და სისხლი მოსდის. 

ეროვნული უსაფრთხოების მარცხი - ასე შეაფასა უსაფრთხოების მდივანმა დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რომელმაც   ამერიკაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მოქმედი პრეზიდენტი საიდუმლო სამსახურის მუშაობის შესწავლას ითხოვს. ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო სტრატეგიასაც ცვლის და უარს ამბობს კონკურენტზე თავდასხმებზე. ახლა მთელი ქვეყანა გამოძიებას ელოდება. ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას უკვე მიეცა შიდა ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია. შედგენილია მეთიუ კრუკსის ფსიქოლოგიური პორტრეტი, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ უფრო მეტს მისი ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გაიგებენ, მათ შორის, თავდასხმის მოტივს და იმასაც, ჰყავდა თუ არა კრუკს თანამზრახველები.