"ოცნების" შერჩევითი ამნისტია" - პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს
პროტესტის ტალღა ციხეებში - პატიმრებმა შიმშილობა გამოცხადეს. მიზეზი „ოცნების„ ამნისტია გახდა. მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები ივანიშვილის ხელისუფლებას ტყუილში და შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებული ამნისტია არც საყოველთო და არც სამართლიანია.
"პირველები" ქსნის დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ოჯახის წევრს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ამ დროისთის ქსანში 30 პატიმარი შიმშილობს. მათი მოთხოვნა ერთია, რომ ერთი მეოთხედით შეუმცირდეთ სასჯელი.
როგორც გავიგეთ, არის მასშტაბური ამნისტია. ეს ამნისტია თუ არის, ყველას უნდა შეეხოს. ჩენ, პატიმრების მშობლები, ერთი წამით არ გავჩერდებით, მოვაწყობთ აქციას ყოველ დღე. გამოვალთ პარლამენტის წინ. არჩევნები მოდის და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პატიმრების მშობლებმაც ხმა მისცენ. ჩვენ, ახლა, პატიმრების მშობლები როგორ მივცემთ ამ „ოცნებას“ ხმას, თუ ჩემს შვილს რაღაც არ შეეხო? 30 კაცი შიმშილობს, როგორც ვიცი. იძახიან, რომ ჩვენც შეგვეხოს რამე, ერთი მეექვსედი, ერთი მეხუთედი მაინც, - ამბობს პატიმრის დედა ხათუნა ნორზაული.
საპროტესტო აქცია უკვე დაანონსებულია. პატიმრების ოჯახის წევრები 19 ივლისს 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბებიან. ისინი "ქართულ ოცნებას" მოსთხოვენ, ამნისტიის კანონპროექტი შეცვალოს.
19 ივლისს გვექნება 11 საათზე პარლამენტის უკან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია. ჩენი მოთხოვნაა, რომ ის კანონპროექტი, რაც წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“ არის აშკარად შერჩევითი, რადგან გამოყოფილია კონკრეტული მუხლები და არ ეხება ყველას. აუცილებელია იმისთვის, რომ პატიმრებს ეს იმედი, რაც აქამდე ჰქონდათ და რაც მათ გაუჩინეს, არ წაართვან და უშუალოდ ყველას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, - ამბობს მოქალაქე.
პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მსჯავრდებულების გათავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
ჩვენ ამას არ შევეგუებით. პატიმრების ოჯახის წევრები, მათი მეუღლეები და ბოლომდე ვიბრძოლებთ სანამ არ მივაღწევთ ამ ადამიანების გარეთ გამოშვებას და ამნისტია უნდა იყოს საყოველთაო და შერჩევითი. გაგრძელდება აუცილებლად აქციები და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი პატიმრებისთვის. თხოვნით მივმართავთ, რომ გაგვითვალისწინონ, გაითვალისწინონ ბავშვები, რომლებიც საკუთარ მამებს ელოდებიან სახლში, - ამბობს პატიმრის ოჯახის წევრი.
"ქართული ოცნების" დაანონსებულ ამნისტიას კრიტიკულად უყურებს ოპოზიციაც.
ზოგადად, ამნისტიის წინააღმდეგი ჩვენ არ ვართ, თუმცა მუხლებია გასავლელი და განსახილველი და რასაკვირველია, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ რუსული ავტოკრატიული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარი პოლიტიკურიო ეგოს დაკმაყოფილების მიზნით და საკუთარი პარტიული ინტერესების გაძლიერების მიზნით და არა საზოგადოებრივ ინტერესებთან თანხვედრაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და კრიტიკულად ამ ამნისტიის განხილვის დროს, - ამბობს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია.
"ოცნება" არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ციხის კარს სამი ათასამდე პატიმარს უხსნის. ამნისტია 66 მუხლით გასამართლებულ მსჯავრდებულებს შეეხება, თუმცა "ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ სასჯელის შემსუბუქება არ შეხებოდა იმ მუხლით გასამართლებულ პატიმრებს, რის საფუძველზეც ციხეში მიხელ სააკაშვილი ზის.