პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა - ადვოკატები "ოცნების" შერჩევით ამნისტიაზე

16.07.24 13:25
პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა - ადვოკატები "ოცნების" შერჩევით ამნისტიაზე

ის, რომ "ოცნების" დაანონსებულ ამნისტია საყოველთაო არ არის, უფლებადამცველებიც თანხმდებიან. ქვეყანაში გავლენიანი ადვოკატების ნაწილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ამნისტიას ისეთ მუხლებს მოარგებს, რა მუხლებითაც "ოცნების" "მხარდამჭერები ჰყავთ დაკავებული. 

არსობრივად ეს ამნისტია არის შერჩევითად, დამიზნებულად კონკრეტული იმ ადამიანებისთვის კეთილი ნების გამოვლენა, ვისი მხარდაჭერის იმედიც ხელისუფლებას აქვს არჩევნებზე. ამნისტია არის მორგებული და ეხება, პირველ რიგში, მხოლოდ და მხოლოდ იმ მუხლებს, სადაც და რომლის საფუძველზეც „ქართულ ოცნებას“ ხშირად უწევს ხოლმე საკუთარი აქტივის დაკავება და საკუთარი აქტივის პასუხისგებაში მიცემა და ბუნებრივია, მცირე ნაწილის იქ მოხვდნენ მართლა ნამდვილი არა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბრალდებულები, თუმცა ძირითადად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო ხრიკი. სხვა არავითარი ა შთა თუთბერიძე. 

ადვოკატი ბექა ბასილაია პირდაპირ ამბობს, რომ კანონპროექტი პატიმრების მოლოდინებს არ პასუხობს. ინტერესების დამცველის თქმით, ხელისუფლება ამ ამნისტიით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს. 

ამნისტია, ამ ფორმით, რაც არის წარმოდგენილი, არ პასუხობს იმ მოლოდინებს, რაც პატიმრებს და მის ოჯახის წევრებს გაუჩნდათ მთელი ამ პერიოდის მანძილზე. მოცემული კანონპროექტი, რაც არის ახლა წარმოდგენილი, შევაფასოთ საყოველთაოდ და მნიშვნელოვნად პატიმრებისთვის ცოტა რთულია და ამ ამნისტიას აქვს უფრო ის სახე, რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს ხელისუფლება და ამაზევე საუბრობენ პატიმრების ოჯახის წევრები, - ამბობს ბექა ბასილაია.  

"ოცნების" დაანონსებულ ამნისტიას პატიმრები აპროტესტებენ. "პირველების" ინფორმაციით, ქსნის და ქუთაისი ციხეების შემდეგ, მსჯავრდებულებმა შიმშლობა გლდანის მე-8 დაწესებულებაშიც დაიწყეს. მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები ივანიშვილის ხელისუფლებას ტყუილში და შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებული ამნისტია არც საყოველთაო და არც სამართლიანია.