თბილისში, ძლიერ ხანძარს 30 წლამდე კაცის სიცოცხლე ესმხვერპლა

16.07.24 16:13
თბილისში, ძლიერ ხანძარს 30 წლამდე კაცის სიცოცხლე ესმხვერპლა

ტრაგედია თბილისში - წმინდა ბარბარეს დასახლებაში ხანძარს 26 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ცხედარი რამდენიმე საათიანი  ძებნის შემდეგ მაშველებმა  საძინებელ ოთახში ცოტახნის წინ  აღმოაჩინეს.

ცეცხლი გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლის მეორე სართულზე  გაჩნდა და  იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ნაგებობებზეც გავრცელდა.

 ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დაუდგენელია, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები უკვე მუშაობენ. ცხედარს კი ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. ერთ -ერთი ვერსიით მომხდარის დროს ახალგაზრდა კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.