ბათუმში კორპუსის მე-6 სართულიდან 2 წლამდე ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა

16.07.24 16:17
ბათუმში კორპუსის მე-6 სართულიდან 2 წლამდე ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა

შემახვევა  ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი  ტყუპისცალ ძმასთან ერთად, ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც  ფანჯრის რაფაზე ავიდა, ფანჯარას მიეყრდნო და გადმოვარდა. ბავშვის გადარჩენას ექიმები ცდილობდნენ, თუმცა სამწუხროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში tvpirveli.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სისცოცხლის მოსპობას გულისხმობს.