"ოცნების" შერჩევითი ამნისტია - ციხეებში პროტესტმა იფეთქა

16.07.24 20:13
"ოცნების" შერჩევითი ამნისტია - ციხეებში პროტესტმა იფეთქა

 

 

პროტესტი ციხეებში დომინოს პრინციპით ვრცელდება. ქუთაისის, ქსნის და გლდანის შემდეგ შიმშილობის გამოაცხადეს რუსთავის ქალთა ციხის მსჯავრდებულებმაც. პატიმრები უკიდურეს ფორმას მიმართავენ. მიზეზი "ოცნების" მიერ დაანონსებული შერჩევითი ამინისტიაა. ციხის კარს უხსნიან მათ, ვინც სჭირდებათ. მსჯავრდებულების უმეტესობაზე "ოცნების" კეთილი ნება არ ვრცელდება. ოლიგარქის პარტიამ ხალხი მოატყუა - პატიმრების ოჯახები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. 

შიმშილობა ციხეებში და აქციები ციხეებს გარეთ - პატიმრების ნათესავები ქუჩაში გამოდიან. 19 ივლისს, როდესაც "ოცნება" კანონპროექტის განხილვას იწყებს, უკვე დაგეგმილია პირველი აქცია პარლამენტთან. ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ოლიგარქის გუნდმა მსჯავრდებულების უპრეცენდენტო პროტესტი მიიღოს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.