CNN: აშშ-ს საიდუმლო სამსახურს ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა
ტრამპის უსაფრთხოების ზომები კიდევ გაძლიერდა - ფედერალურმა ბიურომ მოიპოვა ინფორმაცია ირანის გეგმის შესახებ მისი შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხეზე. ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს
„მუქარები მომდინარეობს ირანის სურვილიდან, შური იძიოს ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს არის ეროვნული და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმაღლესი პრიორიტეტული საკითხი“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, თუმცა ედრიენ უოტსონის განცხადებით, თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც შაბათს ყოფილი პრეზიდენტის მოკვლა სცადა, ირანის გეგმასთან დაკავშირებული არ ყოფილა.