იმუნიზაცია არის მთავარი გზა პანდემიის დაძლევის, თუმცა არა ერთადერთი - თენგიზ ცერცვაძე

28.07.21 17:29
იმუნიზაცია არის მთავარი გზა პანდემიის დაძლევის, თუმცა არა ერთადერთი  - თენგიზ ცერცვაძე

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, თენგიზ ცერცვაძე, აცხადებს, რომ ლოქდაუნის მოხსნა საზოგადოების შეკვეთა იყო. ცერცვაძე ჟურნალისტებთან ეკატერინე ტიკარაძის იმ განცხადების გამართლებას ცდილობდა, რომლის მიხედვითაც იმუნიზაცია ქვეყანაში მთავარი პრობლემა არ არის.  

იმუნიზაცია არის მთავარი გზა დღეისთვის პანდემიის დაძლევის, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ დიახ, ეს არ არის ერთადერთი გზა.

ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდით, თუმცა შეიძლება, დიდი რაოდენობა ყოფილიყო. ისრაელს გუშინ ჰქონდა 1700 შემთხვევა ახალი. საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა, არ ყოფილიყო არც ლოქდაუნი, არც შეზღუდვა", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.