ხატია სიჭინავას აინტერესებს, ევროკავშირი 30 მილიონს გვჩუქნიდა თუ ვალად გვაძლევდა

17.07.24 11:40
ხატია სიჭინავას აინტერესებს, ევროკავშირი 30 მილიონს გვჩუქნიდა თუ ვალად გვაძლევდა

 

 

ყოფილ ტელეწამყვანს და რამაზ ნოზაძის ცოლს, ხატია სიჭინავას აინტერესებს, ევროკავშირი 30 მილიონს, რომელიც "ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო შეგვიწყვიტა, გვჩუქნიდა თუ ვალად გვაძლევდა. "ოცნების" პარტიულ ღონისძიება მისულ სიჭინავას იმედი აქვს, რომ EU კვლავ განაგრძობს საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას.

მე იმედი მაქვს, რომ ყველა ვარიანტში შევძლებთ ევროკავშირში ინტეგრაციას და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ევროპას ძალიან განვითარებული პროგრამები აქვს შშმ ბავშვებისთვის და სიამოვნებით ჩამოვიტანდი და დავნერგავდი საქართველოში. მე მაინტერესებს ამ დახმარებას, მილიონ დოლარებს ჩვენ გვჩუქნიდნენ და თუ ეს ვალი იყო ჩვენი? მე იმედს ვიტოვებ, რომ გვაჩუქებენ", - თქვა ხატია სიჭინავამ.

"ქართულმა ოცნებამ" პარტიულ პრეზენტაციაზე მისი ერთგული საზოგადოების წარმომდგენლებიც დაპატიჟა.

მმართველმა გუნდმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო - გუშინდელ პარტიულ პრეზიდენტაციაზე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საარჩევნო დაპირება ხელიუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგაც ისევ წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკი და ისევ ომში საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება იყო.