"ოცნების" პარტიული პრეზენტაციიდან გამოსულმა თათარაშვილმა ჟურნალისტები ლანძღა და შუა თითი უჩვენა (ვიდეო)
"ქართული ოცნების" პარტიული პრეზენტაციიდან გამოსულმა მომღერალმა, თემურ თათარაშვილმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფები აყენა და დასმულმა კითხვებმა ისე გაღიზიანა, რომ მედიის წარმომადგენლებს შუა თითიც კი უჩვენა.
უხერხულობას არ გიქმნის, რომ მომდევ და ტ***ში მტენი მაგას? - უთხრა თათარაშვილმა ჟურნალისტებს
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" პარტიულ პრეზენტაციაზე მისი ერთგული საზოგადოების წარმომდგენლებიც დაპატიჟა.
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო - გუშინდელ პარტიულ პრეზიდენტაციაზე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საარჩევნო დაპირება ხელიუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგაც ისევ წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკი და ისევ ომში საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება იყო.