"ვშიმშილობთ, "ა" კორპუსიდან მუდმივად გვემატებიან გოგოები" - შერჩევით ამნისტიას ქალი პატიმრებიც აპროტესტებენ

17.07.24 15:34
"ვშიმშილობთ, "ა" კორპუსიდან მუდმივად გვემატებიან გოგოები" - შერჩევით ამნისტიას ქალი პატიმრებიც აპროტესტებენ

"ოცნების" შერჩევით ამნისტიას აპროტესტებენ ქალი პატიმრებიც. მსჯავრდებული ქალები "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ამბობენ, რომ ამნისტია არცერთ მათგანს არ ეხება და ამის გამო საპატიმროშ პროტესტი სულ უფრო იზრდება.

ვაპროტესტებთ ამნისტიას უკვე მე-6 დღეა აქ კორპუსიდან  მუდმივად გვემატებიან გოგოები, იმიტომ, რომ ეს ეს ამნისტია საერთოდ არავის გვეხება. მუხლობრივად არცერთს არ გვეხება, - ამბობს

ქალი პატიმრები სასჯელის 1/4-ით შემცირებას ითხოვენ. 

ვშიმშილობთ, ვაპროტესტებთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც არცერთს გვეხება. ვითხოვთ შეგვეხოს ყველას, თუნდაც 1/4-ით. არ ვაპირებთ შეწყვეტას, სანამ სასიკეთოდ არ შეიცვლება ყველაფერი. ოჯახები გვყავს, პატარები გვყავს, რომლებიც გარეთ გველოდებიან. დიდი ხანია აქ ვართ და ჯერჯერობით მეორე ამნისტიაც არ შეგვხებია. ჩვენ ხომ არ ვითხოვთ გათავისუფლებას, ვითხოვთ შეგვიმსუბუქდეს ¼-ით, - ამბობს

წინასაარჩევნოდ დაანონსებული ამნისტია "ოცნებას" დიდ თავის ტკივილად ექცა. პატიმრები "შერჩევით ამნისტიას" ციხეებში შიმშილობით პასუხობენ. აქციები იწყება ციხის გარეთაც.  ამნისტიის პროექტის განხილვას "ოცნება" ხვალ იურიდიულ კომიტეტზე იწყებს, პარლამენტს გარეთ კი პატიმრების ოჯახის წევრები პროტესტს აანონსებენ.