ამერიკული სანქციების წრე ფართოვდება - ვის შეეხება სავიზო და ფინანსური შეზღუდვები

17.07.24 20:12
ამერიკული სანქციების წრე ფართოვდება - ვის შეეხება სავიზო და ფინანსური შეზღუდვები

ამერიკული სანქციების წრე ფართოვდება. მთავრობის, პარლამენტის წევრებისა და ძალოვნების შემდეგ სანქციების სამიზნე ფიზიკური პირებიც ხდებიან. ანუ სავიზო და ფინანსური შეზღუდვები შესაძლოა დაუწესდეს ყველა იმ პირს, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე არიან პასუხისმგებელი. კონგრესში ინიცირებულ კანონპროექტში  ცვლილებები სენატორმა ჯინ შაჰინმა დააინიცირა. ეს კი პრაქტიკულად განაჩენია ქართული ოცნებისთვის. 

"ქართული ოცნებისთვის" მძიმე დღეების ათვლა ვაშინგტონში დაიწყო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. 120 დღე შტატების ვერდიქტამდე.  ამერიკის პირობა ასეთია  - ქართული ოცნება ან წყვეტს ანტიამერიკულ დეზინფორმაციას და ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აბრუნებს, ან პასუხი ვაშინგტონიდან უმძიმესი იქნება. დოკუმენტის მიხედვით აქტის ამოქმედებიდან 120 დღეში თავდაცვის მდივანმა უნდა გადაწყვიტოს, ღირს თუ არა საქართველოსთან უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა. 

სანქციების ახალი დოკუმენტი სენატში - ინა ცარციძე დეტალებით