თავისუფლება და დემოკრატია საფრთხის წინაშეა, ამიტომ ახლა ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით - სტოლტენბერგი
თავისუფლება და დემოკრატია საფრთხის წინაშეა, ამიტომ ახლა ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით - ამის შესახებ დიდ ბრიტანეტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგმა უკრაინისთვის თავდაცვის მიმართულებით დახმარების მნიშვნელობაზე და ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ რუსეთის მტრულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
მისივე განცხადებით, სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის ევროპული დემოკრატიის დაცვა და გადარჩენაც იქნება.
ნატო არის ტრანსატლანტიკური ალიანსი. იცით რომ ის არის ქვაკუთხედი ევროპული უსაფრთხოების. თავისუფლება და დემოკრატია საფრთხის წინაშეა და ამიტომ ახლა ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით. ალიანსი აგრძელებს უკრაინის მხარადაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის თავდაცვის მიმართულებით დახმარებას. დღეს ვისაუბრებთ იმაზეც, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია, როგორც შინაგანი ასევე გარეგანი საფრთხეებისგან. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მტრულ დამოკიდებულებას ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ, რომელიც ახორციელებს კიბერთავდასხმებს და საბოტაჟირებას ახდენს დეზინფორმაციისა. ალიანსი ინდივიდუალურად და ასევე კოლექტიურად დგამს ზომებს ამ მტრული ქმედებების საწინააღმდეგოდ. მიზეზი რუსეთის მტრული ქმედებებისა, საბოტაჟი მოახდინოს ალიანსზე არის ჩვენი დახმარება უკრაინის მიმართ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - განაცხადა სტოლტენბერგმა
დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი გაიხსნა. უკვე ერთი საათია, ევროპელი ლიდერები ვუდსტოკში ბლენ ჰაიმის სასახლეში იკრიბებიან. სამიტს 47 სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.დიდ ბრიტანეთში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც.
სამიტზე მთავარი განსახილველი თემებია უკრაინის დახმარება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და მიგრაცია.
სამიტის დასრულების შემდეგ დაიწყება პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას ირაკლი კობახიძეც მიიღებს და მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელებს ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის საკითხებზე.