საპროტესტოო აქციებიდან - ომში! - ექსკლუზიური ინტერვიუ "დაფიონის" დამფუძნებელთან
საპროტესტო აქციებიდან - ომში! - "პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ "დაფიონის" დამფუძნებელთან - ზვიად ცეცხლაძე გეგმავს ომში მყოფ ქვეყანაში სამხედრო გადამზადება გაიაროს და ისწავლოს ყველაფერი, რაც ჯარისკაცს ბრძოლაში სჭირდება.
მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელი, ფიქრობს, რომ ახლა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
როდესაც ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს იმ დღეს უკვე კიევში ვიყავი. დაემთხვა იმ განგაშს და სამწუხაროდ, იმ ტრაგედიას, რაც დატრიალდა. იმის შემდგომ ვარ კიევში. ამ ეტაპზე გავდივარ ძირითად კურსს, მთავარი მიზანი არის ის რომ სამშობლოს ინტერესები დავიცვა. დიდიხანი მსურდა ეს და როგორც კი საშუალება გამომიჩნდა, ჩამოვედი აქ. ვფიქრობ, აუცილებელია მსგავსი საქმიანობა იმიტომ რომ მაინც დიდი დახმარება სჭირდება არა მარტო უკარინას, არამედ ქართველებს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებან. ყველას როგორც სურს ისე უნდა დაუდგეს მებრძოლ ადამიანს გვერდში“ - აღნიშნა ზვიად ცეცხლაძემ.
ცეცხლაძე მაისის აქციების ერთ ერთი გამორჩეული მონაწილეა, რომელიც მრავალ ათასიან აქციებს, სათავეშიი ედგა.