პოლიციის მხრიდან უკანონო ტერორის მსხვერპლი მოქალაქეები სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ

18.07.24 20:05
პოლიციის მხრიდან უკანონო ტერორის მსხვერპლი მოქალაქეები სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ

 

უმძიმესი საათები და დღეები პოლიციის განყოფილებაში.  ტერორის მსხვერპლი მოქალაქეები მოძალადე სამართალდამცველების  დასჯას ითხოვენ. დამცირება და მუქარა - ლუკა კინწურაშვილის ჩვენება უკვე აქვს საგამოძიებო უწყებას. სამოქალაქო აქტივისტი ყვება,  როგორ გახდა ძალადობის მსხვერპლი დაკავებისას.  2 დღის განმავლობაში საკანში გამოკეტილ ახალგაზრდას ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლებასაც არ აძლევდნენ. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის წინ, როდესაც კინწურაშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აქტივისტი ყვება, რომ თავისუფლების მეტროსთან პოლიციამ ისევ გააჩერა და ისევ სთხოვეს ჩანთის გაჩხრეკა, თუმცა მას შემდეგ, რაც კინწურაშვილმა მის ადვოკატს დაურეკა, ის სამართალდამცველებმა გაუშვეს. 

ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეც. სცენარი ანალოგიურია. გააჩერეს, საბუთების  შემოწმების შემდეგ მისი ჩხრეკა გადაწყვიტეს, უარის მიღების შემდეგ კი ხელები გადაუგრიხეს და დააკავეს.  განყოფილებაში  წაართვეს ტელეფონი და წაშალეს ყველა ის კადრი, სადაც პოლიციელების უკანონობა იყო აღბეჭდილი. ობოლაშვილი ახლა რეაგირებას საგამოძიებო უწყებიდან ელოდება და დაკავებისას მიყენებული დაზიანებების ექსპერეტიზას ითხოვს.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.