განმუხურში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

19.07.24 10:08
განმუხურში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

განმუხურში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ფაქტი tvpirveli.ge- ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მოზადრის ძებნა-შველის ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 15 წლის მოზარდის ცხედარს, სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე გადაასვენებენ

არასრულწლოვანი მდინარეში გუშინ გაუჩინარდა. ირკვევა, რომ მოზარდი ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა, მდინარეზე კი მეგობრებთან ერთად წავიდა. მას შემდეგ რაც მოზარდი გაუჩინარდა, თანატოლებმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართეს. მეზობლებმა კი 112 გამოიძახეს.