თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლამდე ბაიკერი ემსხვერპლა
თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გამთეენისას, 5:0 საათისთვის მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით, კიდევ ერთმა ეკიპაჟმა მას გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი პოლიციის ავტომობილს შეეჯახა. ბაიკერი, 20-დან 25 წლამდე ბიჭი, ადგილზე დაიღუპა.
რა მუხლით დაიწყება საქმეზე გამოძიება, ჯერ უცნობია. ასევე უცნობია რატომ აედევნა საპატრულო პოლიცია ბიჭს.
ცნობილია, რომ პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც მომხდარს ტელეფონით იღებდა. სამართალდამცველებმა მას მოსთხოვეს, გადაღება შეწყვიტა. გიკა მოდებაძის დაკავების მიზეზად პოლიციელის შეურაცხყოფა დასახელდა.