"შევხვდებით არჩევნებზე" - პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილები ხელისუფლებას

19.07.24 13:37
"შევხვდებით არჩევნებზე" - პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილები ხელისუფლებას

"შევხვდებით არჩევნებზე" - ეს გზავნილი გაუგზავნეს დღეს პატიმრების ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას, რომელმაც ამნისტიის შესახებ კანონპორექტი პირველი მოსმენით მიიღო.

აქციის მოანწილეებმა ცპტა ხნის წინ პარლამენტიდან მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლეს. ისინი დახმარებას ამჯერად სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ. შეკრებილები მოუწოდებენ პრეზიდენტს, პატიმრების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველა ბერკეტი გამოიყენოს. 

თუ გამოდის სხვისი შვილი, უნდა გამოვიდეს ჩემი შვილიც. იმედი გვქონდა, რომ ¼ მაინც შეეხებოდა. მყავს ავადმყოფი შვილი, ეპილეფსიით. ყველა პატიმარს რაღაც უნდა შეეხოს. შიმშლობს ავადმყოფი. ვთხოვ, რომ პრეზიდენტია თუ სახალხო დამცველია, რაღაც შეღავათი გაუკეთონ ყველა პატიმარს. პატარა ბავში ელოდება სახლში მამას, რატიმ უნდა იყოს სხვისთვის და ჩემთვის არა? თუ არის საყოველთაო შეახონ ყველას თუ არადა, ნურავს შეახებენ. ბევრნი შმშლობენ მარტო ჩემი კი არა. ბევრი ნაცემი, აგერ, გამოაცხადდეს ორი სახელი და გვარი. რა ვიცი, რომ ჩემი შვილიც ნაცემი არ არის?, - ამბობს პატიმრის დედა. 

კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლებას არცევნებზე ხმას არ მისცემს.

ამ მთავრობის მომხრე არ ვარ და არც ვიქნები. ჩემი ოჯახი არ იქნება. არ მივცემთ ხმას! ყველა პატიმრის ოჯახის წევრი ერთ აზრზეა. გვინდა, რომ ამნისტია გამოაცხადონ ¼, - ამბობს პატიმრის ოჯახის წევრი.  

აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირდაპირ ამბობს, რომ ამნისტია ბევრ ისეთ მუხლს ეხება, რომლიტაც საქართველოს პატიმარი არ ჰყავს, შესაბამისად, ასეთ ამნისტიას აზრიც არ აქვს.

აქედან ძალიან ბევრი მუხლია, რომლითაც საქართველოს პატიმარი საერთოდ არ ჰყავს. რა აზრი აქვს ასეთ ადმნისტიას? მაშნ ისეთ მუხლებს მაინც შეახონ, რომლებსაც ნამდვილად ჰყავს პატიმრები, - ამბობს პროტესტის მონაწილე.