რაზე გამოიკითხა საქალაქო სასამართლოში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი?

19.07.24 17:37
რაზე გამოიკითხა საქალაქო სასამართლოში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი?

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი სასამართლოში გამოკითხეს. ლაშა ჭიღლაძე ე.წ. სახელმწიფოს გადატრიალების საქმეზე დაიბარეს გამოკითხვაზე. ამ საქმეს კი გრიფი ადევს, ამიტომ  დეტალები უცნობია. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიცემული ჩვენების შემდეგ, სამხედრო მოსამასახურის ადვოკატი ამბობს, რომ ლაშა ჭიღლაძისგან აინტერესებდათ, როდის წავიდა ომში და როდის დაბრუნდა უკრაინიდან.

გამოიძიება არის დაწყებული 315-ე მუხლით. დანარჩენზე უშუალოდ რომ ვილაპარაკო, ეს არის გირიფითი საიდუმლო. ერთი წელია, რაც გამოძიება მიდის და ახლა დაიბარეს. ლაშა იმიტომ დაიბარეს, რომ ომობდა უკრაინაში, აქვს მხედრული მამაცობისთვის ჯილდო გადაცემული და დღეს საქართველოში მაგისტრ მოსამართლესთან კითხავენ", - თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.