ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს - რა წერია ცინდელიანის ჩვენებაში

19.07.24 20:05
ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს - რა წერია ცინდელიანის ჩვენებაში

 

 

ხუთ თვიანი დუმილი დარღვეულია - ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. ოთარ ცინდელიანმა გამოძიებას დაუდასტურა, რომ შეყვარებულს დანა 59-ჯერ ჩაარტყა, მკვლელობის მომენტში კი არაფხიზელ მდგომარეობაში  და ნარკოტკული საშუალების ზემოქმედებისს ქვეშ იმყოფებოდა.

ცინდელიანის ჩვენება დღეს სასამართლო სხდომათა დარბაზში წაიკითხეს.   დაკავებული მდუმარედ უსმენდა პროკურორს, რომელმაც სასამართლო ექსპერტიზის პასუხი წაიკითხა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ოთარ ცინდელიანი შერაცხადი იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ის სასჯელს ფსიქიატრიულ კლინიკაში არ მოიხდის.

ქეთი ჯავახიშვილის სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებულს,  დიდი ალბათობით,  ციხეში უვადოდ გაუშვებენ.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.