ავტოკატასტროფა თბილისში - ემსხვერპლა თუ არა 19 წლის ბიჭი პოლიციის არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაციას?
ავტოკატასტროფა თბილისში - დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ "პირველებს" დაუდასტურა.
პროკურატურა ადგენს ემსხვერპლა თუ არა 19 წლის ბიჭის სიცოცხლე პოლიციის არასწორად დაგეგმილ სპეცოპეარაციას. დღეს დილით თბილისში მოტოციკლი პოლიციის მანქანს შეეჯახა. რემი დემეტრაშვილი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების მტკიცებით, დევნის ოპერაციის დროს ახალგაზრდის შესაჩერებლად პატრულმა მანქანიით ყაზბეგის გამზირი გადაკეტა, შეჯახებამ კი სიკვდილიი გამოიწვია.
ამ საქმეში არის კიდევ ერთი საეჭვო გარემოება. ერთადერთი თვითმხილველი, ვის გადაღებულ კადრებშიც ჩანს, რომ მოტოციკლი პატრულის მანქანას შეეჯახა, პოლიიციამ ადგილზე დააკავა. ახლა მთავარი სათვალთვალო კამერის ჩანაწერების გაშიფვრაა, სადაც გზის გადაკეტვის ეპიზოდი უნდა ჩანდეს.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.