საზეიმოდ გახსნილ ხელოვნების მუზეუმში წყლის მილი გასკდა - დაზიანებულია ფერწერული ტილოები

19.07.24 20:32
საზეიმოდ გახსნილ ხელოვნების მუზეუმში წყლის მილი გასკდა - დაზიანებულია ფერწერული ტილოები

 

 

ორი თვის წინ რეაბილიტირებულ ხელოვნების მუზეუმში წყლის მილი გასკდა და მე-20 საუკუნის ფერწერული ტილოები დააზიანა. სასწრაფო რესტავრაცია 80-მდე ნამუშევარს სჭირდება. ტილოები საცავიდან ლაბორატორიაში უკვე გადატანილია. ექსპერტებმა პირველადი დასკვნაც დადეს, მაგრამ რესტავრატორების წინასწარ შეფასებასს კულტურის სამინისტრო მალავს, რაც აჩენს ეჭვს, რომ დაზიანებები სერიოზულია.

სად გასკდა წყლის მილი? ირკვევა, რომ ხელოვნების მუზეუმში ჩატარებული რემონტის დროს გეგმარება შეცვალეს. სველი წერტილები პირდაპირ იმ საცავების თავზე მოაქციეს, სადაც უნიკალურიი ნახატები ინახება. სწორედ ამ დაუდევრობის და არაკვალილფიციურობის გამო ახლა ბიუჯეტიდან კიდევ დამატებითი თანხები უნდა გამოიყოს, რომ მე-20 საუკუნის ნამუშევრები გადაარჩინონ.

ვრცლა ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.