ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

19.07.24 23:02
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ სამებაში კაცი დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. "პირველების" ინფორმაციით ჭრილობები კაცს დანით აქვს მიყენებული. 

ადგილობრივები "პირველებს" ეუბნებიან, რომ დაჭრას წინ რამდენიმე ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება და არის თუ არა ბრალდებული დაკავებული.