კიდევ ერთი ქუჩაში გათენებული ღამე - "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

20.07.24 11:29
კიდევ ერთი ქუჩაში გათენებული ღამე - "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

კიდევ ერთი ქუჩაში გათენებული ღამე და დუმილი პროტესტის საპასუხოდ. "ევოლუშენ ჯორჯიაში" გაფიცვა გრძელდება. ასობით ადამიანი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება აზარტული თამაშების ოპერატორი კომპანიის პასუხს 45 მოთხოვნაზე. ბულინგში მხილებული მენჯერების გათავისუფლებასა და შრომის ადამიანური პირობების შექმნას, უწყვეტი აქციების მონაწილეები უკვე კვირაზე მეტია ქუჩიდან ითხოვენ. გაფიცულ თანამშრომელთა რიცხვი კი სულ უფრო იზრდება. 

გაფიცვის მეცხრე დღე იწყება. გაფიცულ თანამშრომელთა რაოდენობა სტაბილურად 5000 ადამიანს შეადგენს, თუმცა ევოლუშენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ არ აპირებს ალბთა პრობლემების მოგვარებას. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ შვედეთიდან ჩამოვიდა "ევოლუშენის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი და იმისათვის, რომ შეექმნათ მსგავსი სურათი, რომ ვითომ გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებდა, დაიბარა  50 ისეთი თანამშრომელი, რომელიც გაფიცვას არ უერთდებოდა და 50-დან მხოლოდ ათი მივიდა ამ შეხვედრაზე", - ამბობს გაფიცული თანამშრომელი.