გორში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

17.03.21 13:00
გორში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

გორში დაჭრილი 30 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ალექსანდრე არჩვაძეს ოპერაცია 6 საათის მანძილზე უტარდებოდა, მას შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებული და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სისხლიანი დაპირისპირება და სროლა გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, გუშინ საღამოს მოხდა. ადგილიდან ამოღებულია 10-მდე მასრა. გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის მოხდა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. მას გომელაურის უწყება მკვლელობის მცდელობას ედავება. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ გორში დანაშაულმა იმატა და  სროლა და ქუჩური გარჩევები საზოგადოებისთვის უცხო არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები