ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს რვა თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

20.07.24 15:12
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს რვა თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს რვა თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრ, რამაზ  ბეღელურს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. არაღიარებულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

40 წლის მამაკაცი, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში უკვე მეხუთედ იმყოფება. ოჯახის ინფორმაციით, ბოლოს მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როცა ძმის სასაფლაოს გასასუფთავლებლად წავიდა. ოჯახი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.