დაუშვებს თუ არა გამონაკლისს სტრასბურგის სასამართლო თამაზ გინტურის საქმეზე?
დაუშვებს თუ არა გამონაკლისს სტრასბურგის სასამართლო თამაზ გინტურის საქმეზე? რუსი ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული კაცის ოჯახი ადამიანის უფლებათა სასამართლოს მკვლელების დასჯაში დახმარებას სთხოვს. მოკლული კაცის ძმა ფიქრობს, რომ ამ საქმეს საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე არ მიიყვანს და სამართლიანობა არ აღდგება. სარჩელის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გაუჭირდება, რადგან ევროსაბჭოდან გასვლის გამო, პუტინის რეჟიმმა ყველა ვალდებულება ჩამოიშორა, ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ დამდგარი ნესმიერი განაჩენის შემთხვევაში, აღსრულების ნაწილი პრობლემური იქნება.
9 თვე გავიდა ჩემი ძმის მკვლელობის შემდეგ. არანაირი პასუხი არ ვიცით. ვერ გამოვავლინეთ მკვლელები ვინ არიან. ჩვენი მთავრობა არ ცდილობს მოიკვლიოს, ვინ ჩაცხრილა ჩემი ძმა თავის საკუთარ სოფელში ეკლესიის ტერიტორიაზე. არანაირი იმედი არ მაქვს ამ ხელისუფლების. გვინდა სტრასბურგში გადავგზავნოთ საქმე და იქნებ სტრასბურგმა გამოიძიოს, ვინ მოკლა ჩემი ძმა", - ამბობს გინტურის ძმა.
რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური მიმდინარე წლის 6 ნოემბერს მოკლეს. ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.