ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი - რამაზ ბეღელურის ოჯახის პირველი კომენტარი
რამაზ ბეღელურის ოჯახი დახმარებას ითხოვს - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის ოჯახის თქმით, სუს-ის წარმომადგენელი მათ დაფპირდა, რომ ბეღელურს მალე დაიხსნიდნენ, თუმცა ე.წ. სასამართლომ მას 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მე დამიკავშირდა გიორგი ანთაძე და მითხრა, ამ საკითხზე ვიმუშავეთ ძალიან ბევრი და ვმუშაობთ კიდევო. ვცდილობთ, რომ მოკლე ხანში გამოუშვანო, მაგრამ 8 თვე მიუსაჯეს საზღვრის გადაკვეთის გამო", - ამბობს დედა.
უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და სისტემატურ მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს.
მე გუშინ ველაპარაკე და მითხრა, წითელმა ჯვარმა მითხრა ერთი დღე დღენახვეარში ჩაგეთვლებაო. ჯანმრთელობის მხრივ ექიმები მხედავენო, კვებაც კარგი გვაქვს, არ იდარდოთო", - ამბობს მამა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს რვა თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრ, რამაზ ბეღელურს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. არაღიარებულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.