მკვლელობა ასხის მთაზე - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

20.07.24 17:35
მკვლელობა ასხის მთაზე - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

მკვლელობა ასხის მთაზე - პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
 
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, ასხის მთაზე არსებულ საძოვარზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.