"სიცოცხლის მოსპობის ღია მუქარაა" - პროფესორი ბესიკ ქუთათელაძე შსს-ს მიმართავს

21.07.24 10:20
"სიცოცხლის მოსპობის ღია მუქარაა" - პროფესორი ბესიკ ქუთათელაძე შსს-ს მიმართავს

პროფესორი ბესიკ ქუთათელაძე, ირწმუნება, რომ მას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. 

ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მტკიცებულებაც. ირკვევა, რომ კრიმინოლოგ მამაკაცს პირად შეტყობინებაში სხვა მამაკაცი ტყვიის დახლით ემუქრებოდა. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუთათელაძე ტვ პირველში გადაცემა "პირველამდეს" სტუმრობდა.

ქუთათელაძე ფიქრობს, რომ ეს სიძულვილით მოტივირებული სავარაუდო დანაშაულია, რომელიც დროულად უნდა აღიკვეთოს.

გთხოვთ, დაუყონებლივ გამოიძიოთ ეს მუქარა და დაიბაროთ Kaxa Iremadze გამოკითხვაზე. 
ეს არის სიცოცხლის მოსპობის ღია მუქარა და სიძულვილით ჩადენილი დანშაულის ნიშნები, - წერს ქუთათელაძე სოციალურ ქსელში.