19 წლის ბაიკერის სიკვდილის საქმე - დაკავებული პატრულ-ინსპექტორი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ბაიკერის სიკვდილის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ გურამ შავარდენიძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, არ გაითვალისწინა.
პროკურორი ამბობს, რომ 26 წლის პატრულის თანაშმრომელი საგზაო წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს, თუმცა დამატებით დეტალებზე ბრალდების მხარე არ საუბრობს და არ აკონკრეტებს ვინ გასცა დევნის ოპერაციის ბრძანება და ვინ აკონტროლებდა პატრულის გადაადგილების ტარქტორიას.
ბრალდებით შეეფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. მას ბრალი აქვს წარდგენილი სსკ-ს 276 მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას. გამოკითხული არიან მოწმეები, ასევე არის საქმეში შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, რაც უშუალოდ გარაცვლილის ჩაფხუტზე იყო მიმაგრებული ვიდეორეგისტრატორიდან, - ამბობს პროკურორი.
დამატებით დეტალებზე ვერც ადვოკატი საუბრობს.
ამ ეტაპზე ჩვენ თავს შევიკავებთ პოზიციის გამოხატვისგან, - ამბობს ინტერესების დამცველი.
სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. პროცესზე მედიის არცერთი წარმომადგენელი არ შეუშვეს.