"რეანომობილი წალენჯიხას" - ადგილობრივები ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ

21.07.24 18:02
"რეანომობილი წალენჯიხას" - ადგილობრივები ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ

"რეანომობილი წალენჯიხას" - ადგილობრივი მოსახლეობა პეტიციას ავრცელებს და ხელმოწერებს აგროვებს. ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლება ადამიანების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს, რადგან როცა ავადმყოფისთვის გადამწყვეტი წუთებია, ის სხვა რეგიონიდან ექიმების ჯგუფს საათობით ელოდება. 

მოქალაქეები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ, სასწრაფოდ მოაგვაროს რეანომობილების პრობლემა, რომ წალენჯის მოსახლეობას დროული და ეფექტური სამედიცინო მომსახურება მიღება შეეძლოს.

რეანომობილი არ არის ფუფუნება. ეს არის ის, რის გარეშეც მუნიციპალიტეტი, უბრალოდ არ უნდა არსებობდეს, იმიტომ, რომ ადამიანებმა უბრალოდ მშვიდად ვიძინოთ და ყველაზე მთავარი, სიცოცხლის უფლება 21-ე საუკუნეში იყოს დაცული.  სამწუხაროდ, შემიძლია ვილაპარაკო მთელ რიგ ფატალურ შემთხვევებზე, სადაც არსებობს ალბათობა, რომ ვიღაცეები შეიძლება დროის მენეჯმენტფის, სწრაფად მიშველიების შემთხვევაში გადარჩენილიყვნენ, - ამბობს ადგილობრივი თეა ქარჩავა.

სფეროს ექსპერტები სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებენ და ამბობენ, რომ საკითხის მოგვარებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.  

არსებობს ასეთი პირველი ოქროს საათი. თუ დაზიანების შემდეგ პირველ საათში პაციენტს აღმოუჩინეს შესაბამისის სამედიცინო დახმარება, მისი გადარცენის ალბათობა ძალიან მაღალია. თუ არ ხდება დროულად შესაბამისი დახმარების აღმოჩნდა, პაციენტი ან დამძიმდება ან შეიძლება დაიღუპოს კიდეც. ამიტომ სხვანაირად უნდა მუშაობდეს სისტემა, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს ერთი სარეანიმაცო ბრიგადა, რეანომობილი შესაბამისი, რომელიც დროულად მოახდენს ამ პაციენტებს გადაყვანას, - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.