19 წლის ბაიკერის სიკვდილის საქმე - გაიზრდება თუ არა დაკავებულთა წრე?
გაიზრდება თუ არა დაკავებულთა რიცხვი 19 წლის ბაიკერის სიკვდილის საქმეზე? - ახლა ყველაფერი ბრალდებული პოლიციელის ჩვენებაზეა დამოკიდებული. გურამ შავარდენიძემ უნდა თქვას, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, როცა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და სპეცოპერაცია დაიწყო თუ ბაიკერს გზა ზემდგომის დავალებით ჩაუკეტა.
თუ გაირკვევა, რომ 19 წლის რევი დემეტრაშვილი არასწორად დაგეგმილმა ოპერაციამ იმსხვერპლა, მაშინ პროკურატურას საქმის აძღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის წინააღდეგ მოუწევს.
პატრულ - ინსპექტორი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. პოლიციელის უფლებადამცველი დღეს სასამართლოში გირაოს წინადადებით მივიდა, მაგრამ მოსამართლემ ბაიკერის სიკვდილის საქმეზე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.