20 წლის ფეხბურთელის სიკვდილის საქმე თავდაყირა დგება - "პირველებთან" დაკავებული ექთანი ალაპარაკდა
20 წლის ფეხბურთელის სიკვდილის საქმეზე დაკავებული ექთანი ალაპარაკდა. ქალი, რომელიც დოკუმენტების გაყალბებისთვის რუსთავის ციხეში სასჯელს იხდის, "პირველებთან" ინტერვიუში ხელს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელს ადებს. ირკვევა, რომ თეა ბეგიაშვილს ვახო ჩარკვიანის სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა მოსთხოვა.
ტვ პირველმა მოიპოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ბეგიაშვილისა და კოხრეიძის საუბარია ჩაწერილი. ეს მასალა გამოძიების ვერსიას თავდაყირა აყენებს. ჩანაწერი ადასტურებს, რომ არასწორი მკურნალობით გარდაცვლილი პაციენტის საქმის მიჩქმალვაში მთელი სისტემა იყო ჩართული.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.