"ოცნების" კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება - თბილისში საპარკინგე სივრცეების დეფიციტია
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება - მოსახლეობა თბილისში ახალ საპარკინგე ადგილებს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს, რის გამოც მძღოლები იძულებული არიან, ავტომობილები აკრძალულ ადგილებზე გააჩერონ. არასწორი პარკირება მანქანის მფლობელებს, სულ მცირე, 50 ლარი უჯდებათ. არადა, თბილისის მერი ირწმუნება, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა არ არის.
კალაძემ მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის პირობა ჯერ კიდევ 2017 წელს დადო, მაგრამ დაპირება ამ დრომდე შეუსრულებლია.
ვრცლად ნახეთ დავით მათიაშვილის რეპორტაჟში.